სეისმურად თბილისიც აქტიურია

ჯავახეთის ზეგანი და არა მხოლოდ ის, თბილისიც სეისმურად აქტიურია. 6.2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, გუშინ, კიდევ არაერთი მიწისძვრა დაფიქსირდა და ეპიცენტრი ისევ სოფელი სამება იყო.

რატომ გააქტიურდა სეისმური ბიძგები, როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, კიდევ სად არის სეისმურად აქტიური ზონები და რამდენი მაგნიტუდაზეა გათვლილი თბილისი – ამ და სხვა საკითხებზე მედიაცენტრ მთავარში 11:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ისაუბრებს.

როგორც პროფესორი განმარტავს, ძლიერ მიწისძვრას ყოველთვის ახასიათებს პატარა ბიძგები, თუმცა, ის სიძლიერით პირველს ყოველთვის ჩამორჩება.

 

მსგავსი თემები