ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერი გახდა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე  პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა გახდა. გიორგი გახარიას პარტიის წევრს მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუცხადა.

კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 – მა დეპუტატმა მიიღო. “ქართულ ოცნებას” კი მონაწილეობა არ მიუღია. საკრებულოს სხდომამ ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირებებით მიმდინარეობდა. საკრებულოს წევრებმა ერთმანეთს სამარცხვინოები უწოდეს.

 

მსგავსი თემები