თურქეთიდან წამლების იმპორტი რამდენიმე კვირაში დაიწყება

პრემიერ მინისტრის განცხადებით, მედიკამენტის იმპორტისთვის ნებართვის აღება 45-დან 7 დღემდე შემცირდება. მისივე თქმით, ნებართვის აღების ვადების შემცირება ბაზარზე კონკურენციის გაზრდას ხელს შეუწყობს.

„ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე აქტიურად მუშაობენ, რომ თურქეთიდან ხარისხიანი, იაფი წამლები შემოიტანონ.  ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება მათი შეტანა აფთიაქებში. ესეც კარგი შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.  მაღალი ფასები მედიკამენტებზე არის მიუღებელი, ამიტომ ჩვენ ამაზე გვქონდა რეაგირება და გამოსავალიც მარტივად ვიპოვეთ. დანარჩენი, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს საკანონმდებლო პროცესი დაწყებული აქვს, რაც ელექტრორეცეპტების დანერგვას ეხება, ეს ყველაფერი პროცესშია. ჩემი ინფორმაციით, ეს მარტიდან ჩაეშვება და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კონკურენციის გაზრდას ხელს შეუწყობს“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები