მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 307-ია

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 171 731.  აქედან:  6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 500, აჭარაში – 761, იმერეთში – 1 213.

ამ ეტაპზე. მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 156, იმერეთში – 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 40, იმერეთში – 24.

1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 – თბილისში, 406 – აჭარაში.  164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.  საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები