ვითარების სტაბილიზაციისთვის უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს კიევში ეპატიჟება  

​უკრაინა-რუსეთს შორის საომარი ვითარების განსამუხტად და ვითარების სტაბილიზაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენს უკრაინაში იწვევს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინელმა პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა ოფიციალურად მიიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- ასეთია ვლადიმერ ზელენსკის გზავნილი.

მსგავსი თემები