“მკაცრი სანქციები გარდაუვალია” – უკრაინაში დღეს გერმანიის კანცლერი ჩადის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კანცლერი დღეს უკრაინაში ჩავა და პრეზიდენტ ზელენსკისთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.

„უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მკაცრი სანქციები გარდაუვალია, რომელიც გულმოდგინედ მოვამზადეთ და შეგვიძლია დაუყოვნებლივ ავამოქმედოთ ნატოსა და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“ – ასეთია კანცლერის გზავნილი.

უკრაინიდან ოლაფ შოლცი რუსეთში გადაინაცვლებს და ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება.

 

მსგავსი თემები