„საქმე გვაქვს მასობრივ პრობლემასთან“ – ენერგოომბუდსმენი ზედმეტად დარიცხულ დაგასახადებზე მედიაცენტრ მთავართან“

ენერგოობუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოსახლეობისთვის ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებს ადამიანური რესურსისა და დროის სიმცირეს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს დიდი ალბათობით, შეგნებულად არ მომხდარ.

როგორც ენერგოომბუდსმენმა მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კომპანია შეცდომას ხედავს და მის გამოსწორებაზე მუშაობს.

მედიაცენრი მთავარის“ კითხვას, რა ითვლება შეცდომად, ის, რომ მომხმარებლებს ერთ თვეში ორჯერ მიუვიდათ ქვითარი თუ ორჯერ გაზრდილი გადასახადი, ვარდიაშვილი ასე პასუხობს:

„სწორედ ეს არის პრობლემა. თავდაპირველად, გვეგონა, რომ პრობლემა მოსახლეობასთან გადასახდელი ქვითრის ორჯერადად მისვლაში იყო. რატომ მოგვივიდა ერთ თვეში ორი ქვითარი, ეს უკვე ვიცით და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც სისტემა შეიცვალა. თავიდან საჩივრები სწორედ ორი ქვითრის თემას დავუკავშირეთ, თუმცა, შემდეგ ამას დაემატა გაორმაგებული გადასახადი, არარეალური ხარჯები. ამგვარი შეცდომები კომპანიის სამუშაო კადრების სიმცირემაც გამოიწვია, რადგან შეიცვალა ნახევარსაუკუნოვანი აღრიცხვის სისტემა, რის დანერგვასაც დრო დასჭირდა“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა, მედიაცენტრ მთავარში.

მისი თქმით, საბოლოო პასუხი მაშინ ექნება, როცა კომისია მუშაობას დაასრულებს.

„ახლა საქმე გვაქვს მასობრივ პრობლემაზე, რომელიც ალბათ დაკავშირებულია ადამიანური რესურსის სიმცირეზე, ვერ იმუშავა ალბათ იმანაც, რომ სტრესულ გარემოში მოუწიათ მუშაობა. საბოლოოდ მიზეზის ვიტყვით მაშინ, როცა კომისია დაასრულებს მუშაობას და დადებს დასკვნას. კომპანიაში შეცდომას აღიარებენ“ – განაცხადა ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები