„რთული პერიოდი გვაქვს, თებერვალი ასე იქნება, შესაძლოა, მარტიც“ – პროფესორი „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, თებერვლის თვე, ვირუსის აღმავლობის თვალსაზრისით მზარდი იქნება. ჯანდაცვის ექსპერტი არ გამორიცხავს, მატება მარტის თვეშიც გაგრძელდეს.

„მთელი თებერვლის თვე და არ არის გამორიცხული მარტიც  გაგრძელდეს ვირუსი.  ეს პერიოდი ისედაც გამორჩეულია მწვავე რესპირატორული ვირუსების მხრივ და შესაძლოა, თანხვედრაც მოხდეს გრიპის ვირუსის, „დელტა“ შტამის, „ომიკრონის“.  „დელტა“ შტამი ჯერ არსად წასულა, კვლავ ვხვდებით გარკვეულ შემთხვევებს“ – განაცხადა პროფესორმა მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები