ვისაც დასუფთავების გადასახადი ზედმეტად დაერიცხა, უნდა მიმართოს თბილისის მერიას

ელექტროენერგიის ზედმეტად დარიცხული გადასახადის პარალელურად, მომხმარებლების დიდმა ნაწილმა დასუფთავების გაორმაგებული გადასახადი მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  მსგავს შემთხვევებში, დაზარალებულებმა თბილისის მერიას უნდა მიმართონ.

„დასუფთავების ნაწილი ენერგეტიკის რეგულირებას არ ეკუთვნის. ეს არის მუნიციპალური რეგულირების ქვეშ მყოფი სამსახური. მე ამაზე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდეთ, თუმცა, რადგანაც ეს არი საერთო რეგულირების სფერო, დავინტერესდით და მივიღეთ შემდეგი პასუხი.  დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით მოხდა ასეთი რამ – მომჩივანთა უმეტესობას დეკემბერში დასუფთავების გადასახადი არ მისვლია, და მიიღო ხარჯი 0. რასაც შესაძლოა ყურადღება არც მიაქციეს. ამიტომაც, იანვარში ამ მომხმარებლებს ორმაგი გადასახადი მიუვიდათ. იმ ადამიანებს ვისაც დეკემბერშიც მიუვიდათ გადასახადი და იანვარშიც, თანაც გაორმაგებული, სავარაუდოდ ყველას თანხა დაუბრუნდება უკან. ეს რატომ მოხდა, პასუხი მე არ მაქვს. თუ დეკემბერშიც მიიღეთ და იანვარშიც  გაორმაგებული მიიღეთ, უნდა მიმართოთ მერიაა, ჩვენ ამას ვერ დაგიკორექტირებთ“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები