რამდენიმე მიწისძვრა კიდევ მოხდა

საქართველოში 22:25 წუთზე დაფიქსირებული ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რამდენიმე მიწისძვრა კიდევ მოხდა.

როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემმედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, პირველი მიწისძვრის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე ბიძგი, თუმცა, ეს ბიძგები შედარებით სუსტი უტო.

„მოხდა რამდენიმე მიწისძვრა, ე.წ. აფთერშოკი, რომელიც შედარებით სუსტი იყო და რომელიც ახასიათებს ძლიერ მიწისძვრას, ბიძგები იყო 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის; 3.5 და კიდევ უფრო ნაკლები.  ასევე, ვესაუბრე სომხეთის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელს. ნგრევა არ არის ჩვენთანო. კავშირზე ვართ სომხეთის სეისმურ სამსახურთან“ – გვითხრა თეა გოდოლაძემ.

მსგავსი თემები