მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე “ქართულ ოცნებაში” არ გვიმსჯელია საერთოდ – კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” ჯერჯერობით არ გამართულა მსჯელობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე.

როგორც კილაძემ, “ქართულ ოცნებაში” სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა,  ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რითაც კონკრეტული ადამიანები, მმართველ პარტიის ცუდად წარმოჩენას ცდილობენ.

„ნათლად და გასაგებად თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  ჯერჯერობით კონსულტაციები არ გვაქვს, არ გვიმსჯელია საერთოდ. შესაბამისად ჩემი მხრიდან,  წინასწარი განცხადებები, არასწორია”, – განაცხადა კილაძემ.

მსგავსი თემები