„შეასუსტეთ უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი“ – გერმანია რუსეთს აფრთხილებს

გერმანიის პრეზიდენტი რუს კოლეგას მიმართავს და მოუწოდებს, ეძებოს გზები მშვიდობის შენარჩუნებისთვის.  ​

პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ვლადიმერ პუტინს ურჩევს,  დაუყოვნებლივ დაიწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ზრუნვა.

„მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, შეასუსტეთ უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი.  ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს.  საფრთხეში ვართ და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება. მე მხოლოდ შემიძლია, გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი, არ ღირს დემოკრატიის ძალის არდაფასება“,- აცხადებს შტაინმაიერი.

 

მსგავსი თემები