უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ უკრაინაში ავიამიმოსვლა შეწყდება

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ოფისი განმარტავს, რომ ისინი მუშაობენ ავიაგადამზიდავებთან, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ავიაკომპანიებს.

კირილ ტიმოშენკოს თქმით, ხელისუფლებას უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისი რეკომენდაცია არც ევროპის საავიაციო სააგენტოს გაუცია. მანამდე, 12 თებერვალს უკრაინულმა ავიაკომპანიამ “სქაი აფ” ვერ შეძლო პორტუგალიიდან რეისის დასმა კიევში, რაც “მომატებული რისკების” გამო სადაზღვეო კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნეს. ამავე კომპანიამ 14-16 თებრვლის ბილეთების გაყიდვა შეაჩერა.

უკრაინაში ფრენები ასევე შეაჩერა ნიდერლანდურმა KLM-მ. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ სხვა ავიაკომპანიები ფრენებს ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ.

მსგავსი თემები