მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას მოუწოდებს

მსოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა მოუწოდებს უკრაინაში მყოფ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ დატოვონ ქვეყანა ან დაფიქრდნენ, სჭირდებათ თუ არა ქვეყანაში დარჩენა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცლეებს.

ქვეყნის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდებენ: აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ავსტრალია, ირლანდია, იტალია, შვედეთი, იორდანია, ნიდერლანდები, ქუვეითი, ერაყი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოერიდონ უკრაინაში მოგზაურობას.

მსგავსი თემები