გასულ ღამეს კორონავირუსით მსოფლიოში ორ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლოში კოვიდ-19 ორ მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 410 მილიონს გადააჭარბა.

გარდაცვლილთა რიცხვი 5 830 300-ს აღემატება. მსოფლიო მასშტაბით ისევ შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანა 79 მილიონზე მეტ ინფიცირებულსა და 950 000-მდე გარდაცვლილს ითვლის.

ყველაზე მაღალი დღური მაჩვენებელი ისევ გერმანიაზე მოდის. კოვიდრეიტინგის სათავეში კი საფრანგეთი რჩება.

მსგავსი თემები