“ზეწოლა, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის, წარმოადგენს გამოწვევას მთელი დასავლეთისთვის”, – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას უფრო ნათელი ევროპული პერსპექტივა უნდა შესთავაზოს. ამ საუბარში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ბულგარეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და შვედეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

“უსაფრთხოების სფეროში არსებულ მუქარებზე სათანადო პასუხი უკრაინისთვის უფრო ნათელი ევროპული პერსპექტივის, ევროკავშირთან პარტნიორის გაფართოების შეთავაზება იქნებოდა. ზეწოლა, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის, წარმოადგენს გამოწვევას მთელი დასავლეთისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები