უკრაინაში ავიამიმოსვლა სავარაუდოდ 14 თებერვლიდან შეწყდება

პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში ავიამიმოსვლა სავარაუდოდ, ორშაბათს, 14 თებერვლიდან შეჩერდება.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავების მოძრაობა შეჩერდება კიევის დროით 16:00 საათიდან. ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ გაგზავნა შეტყობინება, რომ ხვალიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა შეწყდება.

“იჯარით მყოფი თვითმფრინავების მფლობელები უკვე უკრძალავენ თავიანთ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენას. ამ დროისთვის ამ მომენტისთვის, KLM-მა გააუქმა მისი ფრენები, Sky Up ფუნშალი- კიშინოვის რეისს უკვე ასრულებს, დღეს ველით აკრძალვებს Air France-სგან”, – აღნიშნა ალექსეი გონჩარენკომ.

მან მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.

მსგავსი თემები