“ჩვენ წინააღმდეგ ომს სხვადასხვა განზობილებებში აწარმოებენ”, – უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია, პანიკასთან ერთად, ყველაზე საშიში ელემენტია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომისთვის.

“ომი, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებენ, ეს მხოლოდ ჯარისკაცები და იარაღი არ არის. ევროპაში გაზის კრიზისი, გრივნას კურსის რყევა, სამთავრობო რესურსებზე კიბერთავდასხმა, ინფრასტრუქტურის მასობრივი ფსევდო დანაღმვა, დაფინანსებული მიტინგები – ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის ელემენტებია. ტანკებზე და ავტომატებზე უკეთესად, სწორედ, პანიკა ანადგურებს სახელმწიფოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის არმია და პოზიცია საერთაშორისო არენაზე ძლიერია ისევე, როგორც ძლიერია უკრაინის ეკონომიკა.

მსგავსი თემები