ოზურგეთში ასაკოვანი კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ოზრუგეთში გვიან ღამით 63 წლის კაცი დაჭრეს. ვიქტორ საბაშვილს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბაშვილს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბიზნესმენი დაესხა თავს. კონფლიქტი სახლის დაცლის თაობაზე დაიწყო. ირკვევა, რომ ბრალდებულმა დაჭრილის სახლი იყიდა და მისგან საცხოვრებელი ფართის სწრაფ დაცლას მოითხოვდა.

ბრალდებული დაკავებულია, მან დაჭრის შემდეგ მიმალვა სცადა. რაც შეეხება 63 წლის კაცს, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული.

მსგავსი თემები