ვანი-სულორის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, გზის სავალი ნაწილი ძლიერ დაზიანდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები დაიგეგმება

მსგავსი თემები