“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,ის მკაცრის სანქციებითაც დაისჯება”, – კანადის პრემიერი

CNN-ის ინფომარციით, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა. ასევე კანადამ საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა.

ტრუდოს განცხადებით, ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება, მათ შორის კოორდინირებული სანქციები.

“კრაინის უსაფრთხოება ასევე არის ევროპის და ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უსაფრთხოება, რომელიც ცდილობს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და სახელმწიფო სუვერენიტეტი. ჩვენ განვაახლებთ მუშაობას კიევში საელჩოში, როგორც კი უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება მოგვცემს საშუალებას. კანადა სრული ძალებით უჭერს მხარს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას”, – აღნიშნა განცხადებაში ჯასინ ტრუდომ.

მსგავსი თემები