კორონავირუსით 15 712 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 425 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 454 06.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.66% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.85%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 248 242.

მსგავსი თემები