“პუტინის ნათქვამში ვერ ვხედავთ იმის მინიშნებას, რომ ის უკრაინაზე თავდასახმას აპირებს”, – ემანუელ მაკრონი

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ გულ­წრფე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მოა, – მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ამის შე­სა­ხებ ელი­სეს სა­სახ­ლე­ში გა­ნა­ცხა­დეს.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის გან­ცხა­დე­ბით, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან სა­უ­ბარ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინს არ მი­უ­ნიშ­ნე­ბია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

“ჩვენ ვერ ვხე­დავთ პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ნათ­ქვამ­ში იმის მი­ნიშ­ნე­ბას, რომ თავ­დას­ხმას აპი­რებს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკი­დუ­რეს სი­ფხიზ­ლეს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბის მი­მართ, იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ზე ცუდი გან­ვი­თა­რე­ბა”, – განაცხადა მაკრონმა.

კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინ­მა და მაკ­რონ­მა გა­ნი­ხი­ლეს სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო შეჭ­რის გეგ­მის გარ­შე­მო “პრო­ვო­კა­ცი­ულ სპე­კუ­ლა­ცი­ებ­თან”.

 

მსგავსი თემები