„თანხის დიდი ნაწილი დაკორექტირდება“, – სალომე ვარდიაშვილი კომუნალურებზე „მედიაცენტრ მთავარში“

“მოგვეცა გონივრული ერთთვიანი ვადა, რათა გამოვასწოროთ პრობლემები და თანხების დიდი ნაწილი დაკორექტირდეს”, – ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მედიაცენტრ მთავართან კომუნალური გადასახადების ზედმეტად დარიცხვით დაზარალებულ მომხმარებლებს მიმართავს და არწმუნებს, რომ თანხა უკან დაუბრუნდებათ.

„საჩივრები საკმოდ ბევრია. არ არის სისტემური ხასიათის, თუმცა, არის მოსობრივი, რომელსაც აუცილებლად მიხედვა სჭირდება, რომ არ განმეორდეს“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისი თქმით, ჯგუფი ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს ყველა საჩივარი.

„კომპანიას მიეცა ერთთვიანი ვადა იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ხარვეზები და დაკორექტირდეს თანხების მთლიანი თუ არა, დიდი ნაწილი მაინც. მთავარია, დაზარალებულმა მომხმარებელს მოგვმართოს საჩივრის ან პრეტენზიის სახით. მომართვიანობა ძალიან გაადვილებულია, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდება თანხა. დარწმუნებულები იყავით, რომ ერთ თვეში თანხის დიდი ნაწილი დაკორექტირდება“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავართან“. 

კითხვაზე, ჯგუფი მხოლოდ იმ აბონენტებს სწავლობს, ვინც საჩივრით მოგმართათ, თუ ყველას, სალომე ვარდიაშვილმა ასე გვიპასუხა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, მოგვმართა თუ არ მოგვმართა მომხმარებელმა, მისი ბაზა მაინც გადაიხედება. დაწერეთ თუ არა განცხადება, მაინც გადაიხედება მთლიანი ბაზები.  თითოეული აბონომენტი გადაისინჯება და ზედმეტად დარიცხული თანხა დაკორექტირდება“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები