ამერიკა რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ის ტრანსატლანტიკურ პასუხს მიიღებს.

თეთრი სახლი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აგრესიის შემთხვევაშ რუსეთი დაზარალდება.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას განიხილავს.

სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა ღია რჩება, თუმცა ეს მოსკოვისგან მოითხოვს დეესკალაციას და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუკი მოსკოვი დაადგება აგრესიის გზას და უკრაინაში შეიჭრება, შედეგად მიიღებს მტკიცე, მასშტაბურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს”, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები