საფრანგეთი დაახლოებით 14 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 6 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. ამასთან, განიხილება კიდევ 8-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა.

“ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. საფრანგეთს ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება სჭირდება”, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები 2028 წელს დაიწყება და 2035 წლისთვის დასრულდება.

მსგავსი თემები