“ვერ დავეთანხმები და ვერც უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა”, – ზელინსკი უკრაინაში შეჭრაზე

პრეზიდენტი ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს. ჟურნალისტებმა ზელინსკის კითხეს, თეთრი სახლის მიერ აგვრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია.

“ვთვლი, რომ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, საუბრობენ თარიღებზეც. გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა”, – განაცხადა ზელინსკიმ.

მსგავსი თემები