ამაზონის ჯუნგლებში რეკორდული რაოდენობის ხეები ამ წლის იანვარში მოჭრეს

BBC-ის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ამაზონის ჯუნგლებში მოჭრილი ხეების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება და მხოლოდ 2015 წელს ჩამორჩება.

მხოლოდ 2022 წლის ინვარში ამაზონში 430 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყე გაიჩეხა. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის ტროპიკული ჯუნგლების მასობრივ განადგურებაში ბრალს ქვეყნის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს სდებენ, რომელიც მიიჩნევს, რომ ხის მასალის გაყიდვა და გათავისუფლებული ტერიტორიების დამუშავება ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს.

მსგავსი თემები