ნორვეგიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

Reuters-ის ინფორმაციით, ნორვეგიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება.

ნორვეგიელები აღარ იქნებიან ვალდებულები, ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია დაიცვან ან ხალხმრავალ გარემოში პირბადეები ატარონ. გარდა ამისა, ინფიცირებულ პირებს იზოლაციაში გადასვლა აღარ მოუწევთ.

“იმის გამო, რომ პანდემია იმდენად დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, გადავწყვიტეთ გავაუქმოთ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. “ომიკრონის” შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით. სრულად ვაქცინირებული ნორვეგიის მოსახლეობის 74,4%-ია, “ბუსერ დოზა” კი 52.2%-ს აქვს გაკეთებუი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა

მსგავსი თემები