ჟენევის ფორმატი ერთადერთი პლატფორმაა, სადაც რუსეთი ჩანს მხარედ – გია გვაზავა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას განცხადებით, მიუხედავად შედეგისა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც რუსეთი ჩანს მხარედ.
„ჟენევის ფორმატი აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მას დადებითი შედეგი ვერ მოაქვს და შეიძლება ვერც მოიტანოს, მაგრამ ერთადერთი პლატფორმაა, სადაც რუსეთი ჩანს, როგორც მხარე. ამიტომ ვნახეთ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისგან გამიჯვნას და პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობდა. ძალიან კარგია, რომ ჩვენი დიპლომატია მათ ამ სურვილს არ ეთანხმება და პრინციპულად იცავს ამ საკითხს”, – აცხადებს გია გვაზავა.
​მისივე თქმით, მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს არ გვაქვს ეთნოკონფლიქტები, მას აქვს  კონფლიქტი რუსეთთან.

მსგავსი თემები