14 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი გახდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოზარდის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი საშიში ინტერნეტთამაში “ლურჯი ვეშაპი” გახდა. 14 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს სკოლის მოსწავლეები. ამოღებულია მოზარდის კუთვნილი კომპიუტერი და ტელეფონი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მსგავსი თემები