დიდ ბრიტანეთში ლასას ცხელების 3 შემთხვევა გამოვლინდა, არის მსხვერპლიც

Euronews-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ლასას ცხელების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი გარდაცვალებით დასრულდა.

სამივე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია და მათ დასავლეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. 2009 წლის შემდეგ, ეს ბრიტანეთში ლასას ცხელების გამოვლენის პირველი შემთხვევებია.

ლასას ცხელება, ძირითადად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. უმეტესად, ის ადამიანებზე ინფიცირებული ვირთხის ფეკალიით დაბინძურებული საკვებით ან საყოფაცხოვრებო ნივთებით გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომებია სიცხის თანდათანობით აწევა, საერთო სისუსტე, რომელიც, შეიძლება, თავის ტკივილში, ღებინებასა და დიარეაში გადაიზარდოს.

მსგავსი თემები