“ჯერჯერობით, მოსკოვის მხრიდან ჩვენ მხოლოდ ესკალაციას ვხედავთ”, – ბლინკენი და ლავროვი საუბარს გეგმავენ

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი სატელეფონო საუბარს გამართავენ.

“ჯერჯერობით, მოსკოვის მხრიდან ჩვენ მხოლოდ ესკალაციას ვხედავთ. გადამწყვეტი მომენტი დგას: მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც უნდა მოხდეს”, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი გულწრფელად არის დაინტერესებული მზარდი დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოგვარებით, ვაშინგტონი მზადაა, თავისი როლი შეასრულოს.

“კვლავ ვიმედოვნებ, რომ ის არ აირჩევს აგრესიის გზას და აირჩევს დიპლომატიის და დიალოგის გზას, მაგრამ თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას, ჩვენ, მთელ მსოფლიოში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, სწრაფად დავაწესებთ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს და დავეხმარებით უკრაინას თავდაცვის გაძლიერებისათვის”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი თემები