სემეკი: უმოქმედო ფართებში მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში მომართეთ სემეკს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს.

სემეკის ვებგვერდზე განთავსებულია ფორმა, რომლის რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სამუშაო ჯგუფს.  ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით: https://gnerc.org/ge/telasi-telmiko.

დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით.

მსგავსი თემები