ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 326 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 65 829 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 48 468  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.88%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 438 353.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226 619.

მსგავსი თემები