დღეს ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის გამართვა ამერიკულმა მხარემ ითხოვა.

ჯეიკ სალივანმა, რომელიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია,  მანამდე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორ პირს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართებოდა, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ბოლოს დეკემბერში ისაუბრეს. პუტინთან დღესვე საუბარი იგეგმება საფრანგეთის პრეზიდენ ემანუელ მაკრონისთან.

მსგავსი თემები