“უკრაინა მზადაა, ჯერი უკვე რუსეთზეა”, – ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი

ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ნილს ანდრეას სტენსონესმა განაცხადა, რომ ოპერატიული თვალსაზრისით, უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციების ფართო სპექტრისთვის ყველაფერი მზად არის.

“რუსებს ყველაფერი აქვთ, რაც მათ სამხედრო ოპერაციების ფართო სპექტრის განსახორციელებლად ესაჭიროებათ, რაც მოიცავს მცირე შეჭრას აღმოსავლეთში, მცირე თავდასხმებს მთელ უკრაინაში და სრულ შეჭრას მთლიანად უკრაინის ან ქვეყნის გარკვეული ნაწილის ოკუპაციით. ახლა ჯერი რუსეთზეა, გადაწყვეტს, თუ არა პუტინი შეჭრას”, – აღნიშნა ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, 150 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ახლა უკრაინის საზღვრებთან არის კონცენტრირებული.

“იმის განსაზღვრა შიჭრება, თუ არა რუსეთი უკრაინაში ძალიან რთულია, რადგან ეს პირადად პრეზდინტ პუტინის გადასაწყვეტია. “, აღნიშნა სტენსონესმა.

მსგავსი თემები