საარსებო შემწეობას 174 379 ოჯახი იღებს

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში საარსებო შემწეობას 174 379 ოჯახი იღებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 174 379.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა.

მსგავსი თემები