“დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით ვიხელმძღვანელებ” – ლალი ჯანაშია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლალი ჯანაშიამ ის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რომლითაც არჩევის შემთხვევაში იხელმძღანელებს.

“მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიც არის – დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპი. ამ ყველა პრინციპის გვირგვინი გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლება და თავისუფლება.

როგორ გავაგრძელებ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში? მთავარი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, იქნება კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმება, ასევე კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სწორედ ეს კანონი და ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ზუსტად ასახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მისი უფროსის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ეს იქნება მთავარი ფუნქცია, რაც აღნიშნულ სამსახურს გააჩნია. ეს გახლავთ მონაცემთა დამუშავებაზე კანონიერების კონტროლი“,- აღნიშნავს ლალი ჯანაშვილი.

როგორც მან აღნიშნა ყველა მის მიერ ჩამოთვლილი პრინციპი მნიშვნელოვანია, მაგრამ დამოუკიდებლობას და პოლიტიკური ნეიტრალიტეტს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მიაქცევს.

„დამისვეს კითხვა, რომ ამ პრინციპებიდან, რომელზედაც ვსაუბრობდი, რომელს გამოყოფთო. ყველა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მე გამოვყოფდი დამოუკიდებლობის პრინციპს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს. 15 წლის განმავლობაში აბსოლუტურად გადანაცვლებული ვარ თეორიულ სფეროში. ჩემი მთავარი მიზანი იქნება ევროპული გამოცდილება დაინერგოს ჩვენთან. პერსონალური მონაცემთა დაცვის კულტურაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთელი საზოგადოების ძალისხმევა“,- აღნიშნავს ლალი ჯანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს უსმენს.

მსგავსი თემები