“მოვდივარ სამეცნიერო პედაგოგიური წრიდან” – თამარ ალფაიძე

ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ განაცხადა, რომ სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების მქონეა და ამ მიმართულებით სასწავლო პროგრამები აქვს შექმნილი.

მისივე თქმით, არავინ ელოდებოდა, რომ კონკურსი გამოცხადდებოდა და “პროცესში დამოუკიდებლად ჩაერთო”.

„მე მოვდივარ სამეცნიერო პედაგოგიური წრიდან, მაქვს მხოლოდ სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება – არ მიმძიმს საუბარი წარსულის გამოცდილებაზე, შექმნილი მაქვს სასწავლო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად სამეცნიერო კვლევებს ვატარებ კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების და სხვა თანამედროვე ინფორმაციული სამართლებრივი საკითხების შესახებ. აქედან გამომდინარე, არ მიმძიმს საუბარი წარსულის გამოცდილებაზე და ვფიქრობ, ყველაზე ძვირფასი ადამიანური ღირებულებების დაცვისთვის, ყველაზე მთავარი პერსონალური მონაცემების დაცვაა. მადლობა, რომ უფრთხილდებოდით ჩემს პერსონალურ მონაცემებს, მე ვეცდები ყველას პერსონალურ მონაცემებს გავუფრთხილდე”,- განაცხადა თამარ ალფაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს – ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენენ.

მსგავსი თემები