თელავში ცოლ-ქმარი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. არსებული ინფორმაციით შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

როგორც ცნობილია, მკვლელობა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში მოხდა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მსგავსი თემები