ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა დატოვონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

„ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

პრეზიდენტი მსოფლიო ომის საშიშროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროგნოზირება რთულია.

მსგავსი თემები