„მედპერსონალის დეფიციტი არ ნდა შეიქმნას, ექიმების ინფიცირება მაღალია“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ აკა ბულეიშვილის განცხადებით, მართალია, ამ ეტაპისთვის კლინიკებში დატვირთულობა მაღალი არ არის, თუმცა, იმ ფონზე, როცა ინფიცირება მედპერსონალშიც მაღალია, საიზოლაციო ვადების შემცირება მნიშვნელოვნია.

როგორც მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მედპერონალისთვის 5 დღიანი იზოლაცია იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვირუსი გახანგრძლივდება ისინი სამუშაოდ გავლენ.

„მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალისთვის საიზოლაციო ვადა შემცირდა და გახდა 5 დღე. ეს ფაქტი ძალიან პოზიტიურია, რადგან კლინიკებში არ უნდა შეიქმნას დეფიციტი პირველადი რგოლის ექიმების შემთხვევაში. ბევრი ოჯახის ექიმი იყო დაინფიცირებული, მაგრამ დისტანციურად მაინც მუშაობდნენ და კოვიდპაციენტებს მართავდნენ. თუ ინფიცირებული მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 დღის გასვლის შემდეგ დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ცხადია ის გააგრძელებს მკურნალობას და არ გავა სამსახურში“ – განაცხადა პროფესორმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, პირველი სამი დღე რთულად გადააქვთ პაციენტებს, ვინაიდან აღინიშნება გაუსაძლისი სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი და ბოლო პერიოდში დაემატა გულისრევის შეგრძნებაც.

მსგავსი თემები