„სიტუაცია არ არის ისეთი საშინელი, როგორსაც დასავლეთში ცდილობენ“ – თურქეთი უკრაინის მოვლენებზე

თურქეთი, რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა და აცხადებს, რომ დასავლეთის რიტორიკა უკრაინის ეკონომიკას აზარალებს.

მსგავს განცხადებას თურქეთის საგარეო მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ავრცელებს. ის ხაზს უსვამს, რომ საჭიროა დაბალანსებული პოლიტიკის გატარება.

„უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება აზარალებს უკრაინას და მის ეკონომიკას. ამგვარი „მეგაფონური დიპლომატია“ არ ამცირებს დაძაბულობის დონეს რეგიონში და შორს არის რეალობისგან. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ესკალაციის დონის შემცირების და ნდობის ატმოსფეროს შექმნის ნაბიჯები. სიტუაცია არ არის ისეთი საშინელი, როგორსაც დასავლეთში ცდილობენ, წარმოაჩინონ, მაგრამ სერიოზულია“ – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

მისივე შეფასებით, თურქეთს მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან და დაპირისპირების წინააღმდეგია.

 

 

მსგავსი თემები