იენს სტოლტენბერგსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ არსებული საფრთხეები სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

როგორც ნატოს გენერალური მდივაnი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთმა დიალოგის გზა უნდა აირჩიოს.

„პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ ვესაუბრე. ნატო გააგრძელებს ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. რუსეთს დეესკალაციისკენ და მშვიდობიანი გადაწყვეტის გამოსაძებნად დიალოგის გზისკენ მოვუწოდებთ,“- წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები