გაფრთხილება მშობლებს – „ტიკ-ტოკზე,“ სასიკვდილო თამაში გამოჩნდა, გარდაცვლილია 80-ზე მეტი ბავშვი

სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ ახალი სასიკვდილო თამაში გამოჩნდა.  თამაშის მთავარი მიზანია სუნთქვის დიდხანს შეკავება და გონების დაკარგვა, რაც გულზე მოქმედებს და სიკვდილის მიზეზი ხდება.

თამაში ძირითადად მოზარდებშია გავრცელებული. ეს არის გამოწვევა, რომელიც მოზარდებში ელვის სისწრაფით ვრცელდება. „გამარჯვებულია“ ის, ვინც სუნთქვას ყველაზე დიდხანს შეიკავებ, გონებას დაკარგავს და გაითიშება. ჟანგბადის უკმარისობით კი გულიც ჩერდება.

მშობლებისთვის რამდენიმე მინიშნება არსებობს, თუ როგორ უნდა მიხვდნენ, რომ მათი შვილი ამ სასიკვდილო თამაშშია ჩართული.  ეს არის:

  • დასიხლიანებული თვალები;
  • კისერის მიდამოებში უცნაური კვალი;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • ორიენტაციის დაკარგვა.

 

 

მსგავსი თემები