მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – გორში გარდაცვლილი სამხედრო ოფიცერის გვამი იპოვეს

სოფელ ორთაშენში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესტაკადის ქვეშ ოფიცრის გვამი იპოვეს. ამ წუთებში, ადგილზე  სამართალდამცველები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

ოფიცერი სამხედრო ბაზასთან ახლოს იპოვეს. პერიმეტრი ყვითელი ლენტებითა შემოფარგლული. ის დაახლოებით 45 წლისაა. ოფიცრის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

მსგავსი თემები