“რესტორატორთა ასოციაცია” და პროფესორი მაკა ბულეიშვილი პაციენტების მართვაზე შეთანხმდნენ

“რესტორატორთა ასოციაციის” წევრები და მათი ოჯახის წევრები, კორონავირუსით ინფიცირების შემტხვევაში, სამედიცინო დახმარებას პროფესორ მაკა ბულეიშვილისაგან მიიღებენ. აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ და პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრეს.

რესტორატორთა ასოციაციის ინიციატივით, მივმართეთ ქალბატონ მაკას, რომ პირველადი დახმარება გაეწია იმ  ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთის, რომლებიც ჩვენი ასოციაციის წევრები არიან“- განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ოჯახის ექიმები ვეღარ ახერხებენ დაკავშირებას და მათი გუნდის წევრები, რომლებსაც დახმარება დასჭირდებათ გადამისამართდებიან ჯანდაცვის ექსპერტ მაკა ბულეიშვილთან და მის  გუნდთან.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღურად იზრდება,  ყველა სფეროს სჭირდება პირველადი სამედიცინო დახმარება და მათ შორის ჩვენს სფეროს. რეალურად, წარმოუდგენილია ოჯახის ექიმების იმ რაოდენობით ყოლა, რომ ამდენ რაოდენობას გაუძლოს.  ერთია, რომ მათ ესაჭიეროებათ მედიკამენტოზური დახმარება და მეორეა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი მწვავე ვირუსი არ არის,  ადამიანები ფსიქოლოგიურად მაინც ცუდად არიან განწყობილები  და ესაჭიეროებათ ექიმის ხმის გაგება“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან.

”რესტორათორთა ასოციაციის წევრები, რომლებსაც დახმარება დასჭირდებათ გადმომისართდებიან ჩვენთან და ჩვენ  მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, როგორც ინფიცირების პროცეში, ასევე მერეც. ავუხსნით და განვუმარტავთ ყველაფერს, იმუნიზაციასთან, დაზღვევასთან და სხვა ყველა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით არსებულ დეტალებს“ – მაკა ბულეიშვილი “მედიაცენტრ მთავართან”

შოთა ბურჯანაძე და მაკა ბულეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები