შალვა ნათელაშვილი მოდის – 1 მანდატი საკანონმდებლო ორგანოში

“ლეიბორისტმა“ შალვა ნათელაშვილმა, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი 1 მანდატი არ გააფუჭოს და პარლამენტში შევიდეს.

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭოს მიიღო

„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს“ – აცხადებს ნათელაშვილი.

ნათელაშვილი პარლამენტში მომავალ კვირას მივა და საპარლამენტო სხდომას დაესწრება.

მსგავსი თემები