კიევში ტერაქტი მზადდებოდა, დამნაშავე ფაქტზე დააკავეს  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინაში  ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. დაკავებული ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გადაბირებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა.

მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა დავალების შესრულებას გეგმავდა, კერძოდ კი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ასევე აშინებდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. კერძოდ, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა მათ საცხოვრებელ სახლებთან კიევში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გადაბირებული დამნაშავის მიზანი ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო. ის ასევე აგროვებდა ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების შესახებ, რომლებიც უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები